ჰიდრავლიკური სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი მანქანის ეფექტურად მუშაობაში. ჰიდრავლიკური სისტემების მდგომარეობაზე დიდად არის დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს რაოდენობა და ხარჯი. უნიკალური მახასიათებლებით და აღჭურვილობით ბორუსან კატი დაგეხმარებათ რომ უმცირესი დანახარჯებით მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი აპარატის ჰიდრავლიკური სისტემები. მაღალხარისხიანი კომპონენტები, დაბინძურების კონტროლისა და უსაფრთხო რემონტის ექსპერტი, შეკეთების და განკარგვის შესაძლებლობების მრჩეველი ყოველდღიურად სთავაზობს მანქანების მფლობელებს ბორუსან კატის ჰიდრავლიკურ კონსულტაციებსა და მომსახურებას.
ტუმბოები და ძრავები
კატერპილარი ქმნის და აწარმოებს საკუთარ აღჭურვილობაში გამოყენებული ტუმბოების და ძრავების უდიდეს ნაწილს, თუმცა, ასევე თანამშრომლობს ტუმბოებისა და ძრავების მრავალ მომწოდებელთან. ამგვარად, ბორუსან კატი ფლობს სათანადო გამოცდილებას მრავალი ბრენდის ტუმბოს და ძრავის სერვისის კუთხით.
თანამედროვე ელექტრონული კონტროლი საშუალებას იძლევა, მყისიერად მოხდეს გადართვა კონტროლის სამ სხვადასახვა რეჟიმზე: დატვირთვის მგრძნობელობა, წნევის კონტროლი, ჩანაცვლება და ნაკადის კონტროლი. კონტროლის აღნიშნული ტიპები არეგულირებს ჰიდრავლიკური ძრავის დაბალ სიჩქარეს.
- 25%-მდე უფრო სწრაფი რეაგირება ჰიდრავლიკურ დანაყოფებთან შედარებით.
- მძლავრი დიზაინი გამორჩეულად მაღალი ხარისხის მუშაობის და განსაკუთრებით ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის მობილური სამშენებლო საქმიანობისას.
- დადასტურებული შედეგები სხვადასახვა სახის მანქანების, მათ შორის ჰიდრავლიკური ექსკავატორების, მობილური ჰიდრავლიკური ენერგიის აგრეგატების, სატვირთველების, ამწეების შემთხვევაში.
არსებობს 3 ტიპის ტუმბოები:
- მექანიკური ტიპის - უძლებს მაქსიმუმ 500 psi.
- ტურბინის ტიპის - 1000-3000 წნევის დგუშის ტიპის.
- დგუშის ტიპის - გამოიყენება 4500 psi წნევის შემთხვევაში.
ცილინდრი
ფრთხილი მოძრაობა, სათანადო დაშლა და აწყობა, Cat® ლუქები და ლუქის კომპლექტები, დაბინძურების კონტროლი და წნევის ტესტირება სხვადასხვა ხარისხის მომსახურებისას. ისეთ მცირე ნაწილებსაც კი, როგორიცაა ჰიდრავლიკური ცილინდრის ლუქები, დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის მუშაობაზე, დაბინძურების კონტროლზე და საექსპლუატაციო ხარჯებზე. ამიტომ, კატერპილარის მიზანია, შექმნას საუკეთესო ლუქები ბაზარზე.
ჩვენი სერვისები ჰიდრავლიკური ცილინდრის რევიზიაში:
- სათანადო დაშლა და აწყობა: შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე შეკეთებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. ამავე დროს, შეიძლება დაზიანდეს ცილინდრის მრავალჯერადი გამოყენების ნაწილები. კომპონენტების დაზიანების გარეშე ცილინდრების სწრაფად მოსახსნელად და დასამაგრებლად ვიყენებთ სპეციალურ ინსტრუმენტებს.
- ხეხვა: მსუბუქი ხეხვა, რათა შემცირდეს ცილინდრის ნაკაწრები, ახლად დამონტაჟებული დგუშის ლუქები და მცირე ნაკაწრები და სხვა ძნელად შესამჩნევი დეფექტები, რომლებიც სწრაფად აზიანებს დგუშის ცვეთად სალტეებს. დაბინძურების სათანადო კონტროლთან დაკავშირებით, ეს პროცედურა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ჰიდრავლიკური ცილინდრის ლუქების ექსპლუატაციის ვადას.
- დაბინძურების შემოწმება: გაცვეთილი შუასადები იწვევს უცხო მასალის მოხვედრას ჰიდრავლიკურ ცილინდრში. ამ დამაბინძურებლებს შეუძლია ახლად დამონტაჟებული ლუქების დაზიანება, ან უარესი, სისტემის სხვა კომპონენტების დაზიანება, როგორიცაა ტუმბოები და სარქველები. ჩვენ ვასუფთავებთ ცილინდრის კომპონენტებს და ვამოწმებთ დაბინძურებას კომპლექტის თავიდან აწყობამდე.
- Cat® ლუქები და ლუქის კომპლექტები: კატერპილარის მიზანია, შექმნას ბაზარზე საუკეთესო ლუქები. სწორედ ამიტომ, ჩვენ განმეორებით ვლუქავთ ჰიდრავლიკურ ცილინდრებს ნამდვილი Cat ლუქით და ეკონომიური ლუქის კომპლექტებით. კატის ლუქი სპეციალურად არის შექმნილი დღეისთვის არსებულ ჰიდრავლიკურ ცილინდრებში წნევის და ტემპერატურის მატებისას პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ნუ გარისკავთ გაუმართავი მუშაობის ან გაჟონვის შემთხვევაში.
- ხარისხის უზრუნველყოფა: თქვენთვის მოწოდებამდე თითოეულ ჰიდრავლიკურ ცილინდრს ვუტარებთ ტესტირებას და უზრუნველვყოფთ საიმედო მუშაობას.
შლანგები და თავაკები
შლანგები
იგი გვთავაზობს მაღალი წნევის და ტემპერატურის შლანგების სამ კლასს, რომლებიც განისაზღვრება XT ნიშნით;
XT-3
- ოთხშრიანი ბადის ფოლადის საყრდენი
- ზეთის, ამინდის, ცვეთის და ცეცხლის მიმართ მედეგი ნაცრისფერი რეზინის გარსი
- 500-4,000 psi მუშაობა და მინიმუმ ოთხჯერ გამძლე 10,000-16,000 psi წნევაზე.
- SAE 100R12 აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტს.
XT-5
- ექვსშრიანი ბადის ფოლადის საყრდენი ოთხი დიდი დიამეტრით 1 ინჩამდე
- ზეთის, ამინდის, ცვეთის და ცეცხლის მიმართ მედეგი წითელი ფერის რეზინის გარსი
- 000 psi მუშაობა და მინიმუმ ოთხჯერ გამძლე 20,000 psi წნევაზე.
- SAE 100R13 აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტს.
XT-6
- აღიარებულია UHP ნიშნით.
- ექვსმაგი დაწნული ფოლადის საყრდენი, რომელიც XT-5შლანგში გამოყენებულზე სქელია
- ზეთის, ამინდის, ცვეთის და ცეცხლის მიმართ მედეგი შავი ფერის რეზინის გარსი
- 000 psi მუშაობა და მინიმუმ ოთხჯერ გამძლე 24,000 psi წნევაზე.
- SAE 100R15 აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტს.
Low and Medium Pressure Hoses:
- 716 ერთსიმიანი ბადე - აკმაყოფილებს SAE 100R1 სტანდარტს.
- 294 ორსიმიანი ბადე - აკმაყოფილებს SAE 100R2 სტანდარტს.
- 844 ჰიდრავლიკური შეწოვა - აკმაყოფილებს SAE100R4 სტანდარტს.
Special Application Hoses:
- 556 ერთსიმიანი ბადე ქსოვილის გარსით - აკმაყოფილებს SAE100R5 სტანდარტს.
- 1130 ძრავი / Havafren - აკმაყოფილებს SAEJ1402 სტანდარტს.
- 1028 თერმო პლასტმასი - აკმაყოფილებს SAE 100R7 სტანდარტს.
- 1543 კონდიციონერი - აკმაყოფილებს SAEJ51 სტანდარტს.
თავაკები:
მუდმივი მომჭერი თავაკები
- თავაკი მუშავდება პრესში და მუდმივად მაგრდება შლანგზე
- მისი დამაგრება შესაძლებელია ჩვენს ყველა შლანგზე, გარდა 556 და 1130.
- პრესში შლანგზე დასამაგრებლად 2 წუთია საჭირო.
მრავალჯერადი გამოყენების თავაკები - ხრახნის ტიპის
- თავაკის დამაგრება და მოხსნა შესაძლებელია შლანგის ხრახნისებურად დატრიალებით.
- მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვენს 556 და 1130 ტიპის შლანგებზე.
- თავაკები, რომლებიც ადვილად მაგრდება და ეხსნება შლანგებს, მზადდება სხვადასხვა კონფიგურაციით.
მრავალჯერადი გამოყენების თავაკები - სამაჯური
- ხუფი და შლანგი მაგრდება საყელურის პრესზე ჩამოსრიალებით.
- ეს არის სისტემა, სადაც შლანგი თავსაცვზე მჭიდროდ არის დამაგრებული.
- თავაკების განმეორებით გამოყენება შეუზღუდავია, თუ ხელახლა დამონტაჟებამდე მათ თავდაპირველ ზომებს დავუბრუნებთ.
- მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ფასი 30-40% უფრო ძვირია, ვიდრე მუდმივი თავაკები, იგი 75-80% უფრო იაფია, რადგან განმეორებით გამოყენებისას მხოლოდ შლანგის შეცვლაა საჭირო.
- თავაკების გამოყენება შეუზღუდავად შეიძლება, თუ ხელახალი აწყობის წინ მათ თავდაპირველ ზომებს დავუბრუნებთ.